თბილისში ტრაქტორი დაგორდა და 3 ავტომობილს დაეჯახა

თბილისში, ბეჟან კალანდაძის ასახვევში ტრაქტორი დაგორდა და 3 ავტომობილს დაეჯახა.

ინფორმაცია “კვირას” შს სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მომხდარის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები