ზელენსკი: დღეს უკრაინულმა და ამერიკულმა გუნდებმა მომავალი შეხვედრისთვის მუშაობა დაიწყეს, იმედი გვაქვს, მომავალ კვირაში ვიხილავთ პირველ შედეგებს

დღეს უკრაინულმა და ამერიკულმა გუნდებმა მომავალი შეხვედრისთვის მუშაობა დაიწყეს, – მის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას პარტნიორების მხარდაჭერის იმედი აქვს.

„ყველა ხედავს, რამდენად სწრაფად ვითარდება დიპლომატიური მოვლენები. დღეს უკრაინულმა და ამერიკულმა გუნდებმა მომავალი შეხვედრისთვის მუშაობა დაიწყეს. ანდრეი ერმაკმა და მაიკ უოლცმა მოლაპარაკებები გამართეს და ჩვენ წინსვლას ვხედავთ. იმედი გვაქვს, მომავალ კვირაში ვიხილავთ პირველ შედეგებს.

ასევე უნდა განვაახლოთ მოძრაობა ევროპულ მიმართულებაზე, იმაზე, რაც ჩვენს ევროინტეგრაციას ეხება, კონკრეტულად კი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესს. გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები