რატი იონათამიშვილი: ვხედავთ, როგორი ძალები დაუპირისპირდნენ ტრამპს და შემთხვევით, ეს ის ძალები ხომ არ არიან, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ საქართველოს მიმართ აგრესიით

როდესაც დონალდ ტრამპმა გადადგა მკვეთრი ნაბიჯები იმისთვის, რომ თავისი ძლიერი წვლილი შეეტანა ამ ომის დასრულებაში, ჩვენ ვხედავთ, როგორი ძალები დაუპირისპირდნენ მას და შემთხვევით, ეს ის ძალები ხომ არ არიან, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ საქართველოს მიმართ აგრესიით?! – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მათთვის, ვინც რუსეთ-უკრაინის ხანგრძლივ ომს ემხრობა, დონალდ ტრამპის ინიციატივები მიუღებელია.

„დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებამ გააჩინა ძლიერი იმედი, რომ დაჩქარდეს ომის დასრულება. როდესაც დონალდ ტრამპმა გადადგა მკვეთრი ნაბიჯები იმისთვის, რომ თავისი ძლიერი წვლილი შეეტანა ამ ომის დასრულებაში, ჩვენ ვხედავთ, როგორი ძალები დაუპირისპირდნენ მას და შემთხვევით, ეს ის ძალები ხომ არ არიან, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ საქართველოს მიმართ აგრესიით?! ერთი და იგივე ადამიანები ხომ არ არიან დღეს ვინც უპირისპირდება ტრამპს და მანამდე უპირისპირდებოდა საქართველოს?! – აქაც და იქაც ერთი და იგივე ინტერესი ხომ არ აქვთ და ეს ინტერესი ის ხომ არ არის, ეს ომი [რუსეთ-უკრაინის] გაგრძელდეს?! ჩვენ ვხედავთ, რომ არიან ცალკეული ადამიანები, რომლებსაც ურჩევნიათ ხანგრძლივი ომი იყოს, უკვე საუბრობენ 10-წლიან ომზე და, რა თქმა უნდა, მათთვის მიუღებელი იყო ტრამპის ინიციატივები, რომელსაც მშვიდობა უნდა გაეძლიერებინა“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის საკითხსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ამას ორი ფაქტორის აღკვეთა სჭირდება.

„ორი მთავარი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ეს პროცესები დაიძრას, ერთი ეს არის ომის დასრულება უკრაინაში და მეორე, „დიფ სთეითის“ დასუსტება და დამარცხება ამერიკაში. ეს არის ორი ხელისშემშლელი ფაქტორი. როგორც კი ეს ორი ფაქტორი აღიკვეთება, რა თქმა უნდა, პარტნიორობა უფრო ძლიერი გახდება, ვიდრე მანამდე იყო და რეალურად პარტნიორული ურთიერთობა აღდგება, მე ამაში ვარ დარწმუნებული. რა თქმა უნდა, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ეს ორი ფაქტორი არის უმთავრესი“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები