მე დე იურე გაფიცული არ მყავს დარგში, ფურცელზე ჩვეულებრივად საქმიანობა მიმდინარეობს, სახელმწიფოს ხელფასი არ შეუწყვეტია, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში ხელოვნების სფეროს იმ გაფიცულ წარმომადგენლებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას აპროტესტებენ.
„რაც შეეხება გაფიცულებს, მე დე იურე გაფიცული არ მყავს დარგში. იურიდიულად გაფიცული არავინ არ არის. გაფიცვასაც, ისევე როგორც ყველაფერს, აქვს თავისი წესი. დე ფაქტო თავს რომ გაფიცულად აღიარებენ და ტელევიზორებშიც ასეა, თუმცა ისინი არიან კომუნიკაციაში. ფურცელზე ჩვეულებრივად საქმიანობა მიმდინარეობს. თუ გაფიცულები არიან, მაშინ ეს არის სახელმწიფო ქონება, სახელმწიფო ხელფასი… სახელმწიფოს ხელფასი არ შეუწყვეტია, წამი წამში, წუთი წუთში ყველაფერი აწყობილი აქვს სახელმწიფოს და მაშინ არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც აბსოლუტურ ლეგიტიმურ კითხვებს სვამენ – 4-5 თვე სპექტაკლს არ გამართავ, (ოღონდ არის ასეთი ერთეულები) შენ საკუთარ ინტერესებს აყოლებ ორგანიზაციებს და ამაზე რეაგირებები უთუოდ იქნება“, – აღნიშნა კულტურის მინისტრმა.