კულტურის მინისტრი – ანდრო ჭიჭინაძეზე: ამ ადამიანების ბედს ყველანი განვიცდით

ამ ადამიანების ბედს ყველანი განვიცდით, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა, რითაც მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტულ პირებთან იყვნენ კომუნიკაციაზე და ყველას მხარში ედგა, როგორც შეეძლო.

„პოლიტიკოსებიც, მინისტრებიც, ადამიანები ვართ და პირველ რიგში ეს არ უნდა დავკარგოთ. ამ ადამიანების ბედს ყველანი განვიცდით.

არ ვიცნობ, მაგრამ კომუნიკაციაზე იყო სამინისტრო, რასაკვირველია, იყო მმართველის გუნდი, ჩვენი გუნდის ლიდერებმაც გააკეთეს განცხადებები ამ თემაზე და სულ ველოდებოდი, რომ ჩვენი გუნდიდან გადადგმულ ნაბიჯზე იქნებოდა ადეკვატური რეაგირება და მე ახლა ამაში ვერაფრით ვერ შევალ. პროცესი უკვე დაწყებულია, სასამართლოში მიმდინარეობს და ისევე, როგორც სხვა ადამიანები, მეც ვუყურებ ამ პროცესს ამ პრინციპით – ვნახოთ როგორ განვითარდება.

რასაკვირველია, ამ პერიოდში იყო რამდენიმე შემთხვევა, ვიყავით კომუნიკაციაში მაქსიმალურად ჩართულები, რომ გაგვერკვია რა და როგორ იყო და სადაც შესაძლებლობა იყო, მაქსიმალურად კანონის დაცვით. ადამიანურად ყველას მხარში ვედექით როგორც შეგვეძლო“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები