მაკრონი: გადავწყვიტე, გავხსნა სტრატეგიული დებატები ჩვენი ბირთვული შემაკავებლით ევროპის კონტინენტზე ჩვენი მოკავშირეების დასაცავად

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ იწყებს სტრატეგიულ დებატებს ევროპის კონტინენტზე მოკავშირეების ბირთვული შეკავების საშუალებით დაცვის შესახებ.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ყოველთვის იყო და დარჩება რესპუბლიკის პრეზიდენტის ხელში.

„ჩვენი ბირთვული შემაკავებელი ჩვენ გვიცავს. ის სრულიად სუვერენულია, თავიდან ბოლომდე ფრანგულია. გერმანიის მომავალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ისტორიულ მოწოდებაზე საპასუხოდ, გადავწყვიტე, გავხსნა სტრატეგიული დებატები ჩვენი ბირთვული შემაკავებლით ევროპის კონტინენტზე ჩვენი მოკავშირეების დასაცავად. რაც არ უნდა მოხდეს, გადაწყვეტილება ყოველთვის იყო და დარჩება რესპუბლიკის პრეზიდენტის ხელში“, – აღნიშნა მაკრონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები