სტარმერი: ომი რუსეთთან არის უკანასკნელი რამ, რისი ნახვაც გვინდა
რუსეთთან ომი არის უკანასკნელი რამ, რისი ნახვაც ჩვენ გვინდა, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თემთა პალატაში განაცხადა.
სტარმერის თქმით, თავისი როლის შესასრულებლად, ის აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა „ყველა ძირითადი მოთამაშის“ რეგულარული კონტაქტი შეინარჩუნოს.
კირ სტარმერს ჰკითხეს, უკრაინაში ბრიტანელ სამშვიდობოებზე თავდასხმის შანსებზე სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. მან თქვა, ეს არის ბოლო რამ, რაც ვინმეს სურს ნახოს.
პრემიერს ასევე ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა მხედველობაში მეორე გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით, თუ აშშ ვერ უზრუნველყოფს კიევს უსაფრთხოების საკმარის გარანტიას.
სტარმერი ამბობს, რომ ის ორიენტირებულია ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შედეგზე.
“ეს არის უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა. რაც კარგია უკრაინისთვის, კარგია ევროპისთვის და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთისთვის”,- განაცხადა პრემიერმა.