ისრაელმა სრულად უნდა მიაღწიოს ომის მიზნებს,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მან დასძინა, რომ ისრაელს გადაწყვეტილი აქვს, მიაღწიოს გამარჯვებას ირანზე და მის მარიონეტებზე.
„ჩვენ ვერ გაგვტეხეს. ჩვენ აღვდექით, განვსაზღვრეთ მისიები აქტიური და სარეზერვო ძალებისთვის. ისრაელი იღებს შეიარაღებას ვაშინგტონიდან, რომელიც კრიტიკული მნიშვნელობის არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ისრაელის თავდაცვის ძალების მეშვეობით, ათობით ათასი ტერორისტი მოკლეს. როგორც მე დაგპირდით, ჩვენ შევცვალეთ ახლო აღმოსავლეთის სახე და შემდეგი ეტაპიც მოვა“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, ისრაელი ზრდის თავდაცვის შიდა წარმოების შესაძლებლობებს, რაც შეამცირებს ზეწოლას და დამოკიდებულებას გარე მოთამაშეებზე.
კომენტარები
კომენტარი