“დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციას ეყოფა გონიერება და მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში; ჩვენ, ვიბრძოლებთ ყველა მანდატისთვის” – ბოჟაძე
“დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციას ეყოფა გონიერება და მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. აქ საარჩევნო ბარიერი პროპორციულ ნაწილში არის 4%, 1%-ით ნაკლები, ვიდრე ეს იყო საპარლამენტო არჩევნებზე. თუმცა, ვფიქრობ, რომ ოპოზიციას გაცილებით შემცირებული აქვს ელექტორალური მხარდაჭერა სწორედ იმ არასწორი გადაწყვეტილების გამო, როდესაც მათ უარი თქვეს პარლამენტში შემოსვლაზე და საკუთარი ამომრჩევლის დავალების შესრულებაზე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს.
“ამიტომ, დარწმუნებული ვარ, მათ საკუთარი ამომრჩეველი დასჯის. ჩვენ ალბათ უახლოეს კვირებში დავიწყებთ მზადებას, ვინ შეიძლება იყვნენ მერობის, მაჟორიტარი კანდიდატები, პროპორციული სიის წევრები. არჩევნები 4 ოქტომბერს არის და ეს იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანია უკვე ოფიციალურად აგვისტოდან დაიწყება და ალბათ აპრილში, ან მაისში გარკვეული სურათი უკვე გვექნება და, რა თქმა უნდა, დავიწყებთ ძალიან აქტიურ კამპანიასა და შეხვედრას მოსახლეობასთან, ვიბრძოლებთ ყველა მანდატისთვის”, – აღნიშნავს ბოჟაძე.