ლევან მახაშვილი: სიკვდილით დასჯა აშშ-სთვის ახალი პრაქტიკა არ არის – ეს კარგად უსვამს ხაზს სამართალდამცავი უწყებების მნიშვნელობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში

„სიკვდილით დასჯა აშშ-სთვის ახალი პრაქტიკა არ არის. დღემდე გავრცელებული პრაქტიკაა შტატების უმრავლესობაში. ეს კარგად უსვამს ხაზს სამართალდამცავი უწყებების მნიშვნელობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი ამერიკის პრეზიდენტის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას სამართალდამცველების დაცვასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„მოგეხსენებათ, სიკვდილით დასჯა აშშ-სთვის ახალი პრაქტიკა არ არის. დღემდე გავრცელებული პრაქტიკაა შტატების უმრავლესობაში. ეს კარგად უსვამს ხაზს სამართალდამცავი უწყებების მნიშვნელობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში. არა უბრალოდ მათ ეფექტიანობას, არამედ საზოგადოებაში მათ სანდოობას და პატივისცემას. ჩვენ რასაც ვაკვირდებით დღეს საქართველოში, ცდილობენ რაღაც ძალები ეს საყრდენი გამოაცალონ, პატივისცემა დაუკარგონ სამართალდამცავ უწყებებს. ამ პროცესების მიმართ საქართველოს ხელისუფლება იქნება შეუწყნარებელი“, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები