ირაკლი ფავლენიშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე: რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ რომ არჩევნებზე დაიწყოს საუბარი, არაადეკვატური იქნება – ამ მოცემულობაში ვინც მონაწილეობას მიიღებს, არის ივანიშვილის თამაშში შეყოლა
„ამ მოცემულობაში არანაირ არჩევნებზე საუბარი არ და ვერ იქნება იმიტომ, რომ ქვეყანაში დამყარებულია დიქტატურა და კრიტიკულ აზრს ახშობენ“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ მოცემულობაში ვინც მონაწილეობას მიიღებს, არის ივანიშვილის თამაშში შეყოლა და ივანიშვილის თამაშში შემყოლი ოპოზიცია.
„ამ მოცემულობაში არანაირ არჩევნებზე საუბარი არ და ვერ იქნება იმიტომ, რომ ქვეყანაში დამყარებულია დიქტატურა და კრიტიკულ აზრს ახშობენ. რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ რომ არჩევნებზე დაიწყოს საუბარი, არაადეკვატური იქნება. ის, რაც საქართველოში მოხდა მას ჩვენ არჩევნებს არ ვუწოდებთ. როდესაც ცესკოს დაკომპლექტების წესი, როდესაც სხვა მიმართულებები იქნება შესაბამისობაში დემოკრატიულ სტანდარტებთან, ამ შემთხვევაში იქნება აზრი საარჩევნო პროცესში მონაწილეობის. ამ მოცემულობაში ვინც მონაწილეობას მიიღებს, არის ივანიშვილის თამაშში შეყოლა“- განაცხადა ფავლენიშვილმა.