ირაკლი ქადაგიშვილი – ბალტიისპირეთის ქვეყნებს ეგოისტური ინტერესები ამოძრავებთ, ცდილობენ, რომ რუსეთის ძალა ყველგან დაქსაქსული იყოს

„ბალტიისპირეთის ქვეყნებს ეგოისტური ინტერესები ამოძრავებთ, რა თქმა უნდა, მათ რუსეთი აშინებთ და ამიტომ ცდილობენ, რომ რუსეთის ძალა ყველგან დაქსაქსული იყოს, რათა მათზე შესაძლო აგრესია და საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანონ,“ – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ისინი მუდმივად აქეზებდნენ ვითარებას იქითკენ, რომ საქართველო რუსეთის ცეცხლოვანი რკალის შემადგენელი ნაწილი ყოფილიყო.

„ამით კი, რუსეთის მხრიდან მათ მიმართ შესაძლო დაპირისპირება შედარებით განეიტრალებული იქნებოდა. საქართველოს მიმართ მათი დამოკიდებულების მიზეზი სწორედ ეს არის. ეს უკიდურესად ეგოისტური დამოკიდებულებაა სხვა სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ, რაც უკვე დაფარულიც აღარ არის. ვნახეთ, რომ ისინი თავს უფლებას აძლევდნენ, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის, თუმცა არჩევნებში დამარცხების შემდეგ ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას აგრძელებენ. ეს კიდევ აჩვენებს, თუ რას ნიშნავს, როცა ამ ქვეყნებს ეგოისტური დამოკიდებულება გააჩნიათ სხვა ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები