დიმიტრი ხუნდაძე: აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ, გარდაუვალია მსოფლიოში პროცესების სწორ კალაპოტში ჩადგომა, თუმცა, საქართველომ ახლაც პირველ რიგში საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას
„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მმართველ გუნდს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი ჰქონდათ, რომლის შედეგია ის, რომ უპრეცედენტოდ დიდი – 6 მილიარდიანი პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდება უახლოეს მომავალში, რაც ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა პარლამენტში დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ, გარდაუვალია მსოფლიოში პროცესების სწორ კალაპოტში ჩადგომა, თუმცა, საქართველომ ახლაც პირველ რიგში საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას.
„[მთავრობის მიერ გადადგმული წარმატებული ნაბიჯების ფონზე ნანახი გვაქვს „ნაცმოძრაობის” რეჟიმის შედეგებიც და ვხედავთ რადიკალების ქმედებებსაც], თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი სწორ კალაპოტში ჩადგება. ამის იმედს მაძლევს მსოფლიოში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები – აშშ-ში დონალდ ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტება, რომელმაც მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გარდაუვალია პროცესების სწორ კალაპოტში ჩადგომა, მათ შორის, უკრაინაში ომის დასრულება. თუმცა, საქართველომ ახლაც პირველ რიგში საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას. ჩვენს ქვეყანას აქამდე ეს რომ არ გაეკეთებინა, თუნდაც ერთი შეცდომა რომ დაეშვა, ის ნამდვილად გახდებოდა დიდ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასარკვევი სათამაშო”, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.