ფიცო: თუ ზელენსკი უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტს არ განაახლებს, სლოვაკეთი ევროკავშირის მიერ კიევისთვის განკუთვნილ ყველა დახმარებას დაბლოკავს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, თუ ზელენსკი უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტს არ განაახლებს, სლოვაკეთი ევროკავშირის მიერ კიევისთვის განკუთვნილ ყველა დახმარებას დაბლოკავს.
მისი თქმით, საპასუხო ზომების საფრთხე ერთადერთი ენაა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს ესმის.
„მზად ვიყავი, ზელენსკის დავოსში შევხვედროდი. და რა გააკეთა მან? გამომიგზავნა შეხვედრის ოქმი, რომელზეც ხელის მოწერა მომიწია. ჯერ შეხვედრა არ იყო გამართული, მაგრამ პროტოკოლი მზად ჰქონდა. მასში ნათქვამი იყო, თუ რას გავაკეთებდით უკრაინისთვის, მათ შორის, მოიაზრებოდა NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა. გაზის საკითხი იქ ნახსენები საერთოდ არ ყოფილა“, – აღნიშნა რობერტ ფიცომ.