თეა წულუკიანი: რაც შეეხება მეორე წითელ ხაზს, რომ არავითარი სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებული არ იქნება, გუშინ დღის მეორე ნახევრიდან და არც დღეს ეს თემა არავის უხსენებია

რაც შეეხება მეორე წითელ ხაზს, რომ არავითარი სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებული არ იქნება, გუშინ დღის მეორე ნახევრიდან და არც დღეს ეს თემა არავის უხსენებია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა „დღის ქრონიკაში“ ევროსაბჭოს ასამბლეაზე ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით საკითხი, რომ ზურაბიშვილი დარჩეს თვითმარქვია აღიარებულ პრეზიდენტად, აღარ იქნება საუბარი. ერთადერთი საკითხი, რომელზეც ახლა მიდის კამათი და მსჯელობა, არის ის, ჩვენი წითელი ხაზი გაზიარებული იქნება თუ არა. კერძოდ ის, რომ ჩვენ 2028 წლამდე არ ვგეგმავთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

„ვაგრძელებთ მუშაობას, შეხვედრებს და რაც მთავარია, ვართ ერთგულნი იმისა, რომ გულახდილად ვთქვათ, რა მიგვაჩნია სწორად, რა მიგვაჩნია, რომ არ არის მართებული და რა არის რეალური ფაქტები და მტკიცებულებები. ეს არის ის ელემენტარული ვალდებულება, რაც ყველას უნდა ჰქონდეს პარტნიორებს შორის ერთმანეთის მიმართ და ჩვენ – ქართული მხარე, „ქართული ოცნება“ არასოდეს ვიქცეოდით ისე, რომ არ გვეთქვა „ტეტ ა ტეტ“ შეხვედრა იყო ეს თუ მრავალმხრივი შეხვედრა, ის, რასაც ვფიქრობდით. ასე იყო დღესაც, ასე იყო გუშინ და ასე იქნება ხვალაც. ოპოზიციას აქ წარმოადგენს თინა ბოკუჩავა და ისინი ევედრებიან ამათ, რომ დავსაჯოთ საქართველოო. ქალბატონ თინას და მე გვაქვს ხოლმე საშუალება ჩვენ-ჩვენი პოზიციები გავაზიაროთ.

ჩემი პოზიცია არის ჩემი გუნდის პოზიცია და წითელი ხაზები და აქ ყველამ კარგად გაიგო, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე არ უნდა ილაპარაკონ. მინდა ვთქვა, პატიმრისთვის რაც არ უნდა რთული მოსასმენი იყოს და ალბათ მისმენს, რომ მისი გათავისუფლების საკითხი არამცთუ ევროპელებს, თინა ბოკუჩავასაც არ აინტერესებს, რადგან არცერთ შეხვედრაზე, სადაც ის ბოლო ხმაზე ყვიროდა, რომ თურმე ქართველი პოლიციელები არიან დამნაშავეები და ყველა დემონსტრანტი არის მტრედი და გუგული, არ უხსენებია სააკაშვილის გათავისუფლება, რაზეც მე ვუსაყვედურე სხვათა შორის და ვუთხარი, რომ შენგან იქნებოდა მოლოდინი, რომ იმ ლიდერს, რომელმაც დაგსვა იქ, სადაც ხარ, ციხეში რომ არის გამოკეტილი, უერთგულო და მისი ინტერესი დაიცვა მეთქი. ამის მიუხედავად, არც ერთხელ უხსენებია მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მის შორიახლოს იყო ქალბატონი [ლიზა] იასკო.

რაც შეეხება მეორე წითელ ხაზს, რომ არავითარი სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებული არ იქნება, გუშინ დღის მეორე ნახევრიდან და არც დღეს ეს თემა არავის უხსენებია. ეს [საკითხი] დარჩა შუამდგომლობის ტექსტად, როგორც იყო. როგორც ჩანს, ამ თემაზე, რომ სალომე დარჩეს თვითმარქვია აღიარებულ პრეზიდენტად, აღარ იქნება საუბარი. ერთადერთი საკითხი, რომელზეც ახლა მიდის კამათი და მსჯელობა, შეიძლება ხმამაღლა უკვე ითქვას, არის ის, ჩვენი წითელი ხაზი გაზიარებული იქნება თუ არა. კერძოდ ის, რომ ჩვენ 2028 წლამდე არ ვგეგმავთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას“, – აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები