კაია კალასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბარი გამართა
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აშშ-ის ახლად დანიშნულ სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„შესანიშნავი ზარი მქონდა მარკო რუბიოსთან. ჩვენ განვიხილეთ გლობალური საკითხები, სადაც ევროკავშირს და აშშ-ს ერთი და იგივე ინტერესები ამოძრავებთ, მათ შორის რუსეთის ომი უკრაინაში, ირანის მავნე გავლენა და ჩინეთის მიერ წამოყენებული გამოწვევები“, – დაწერა კალასმა სოციალურ ქსელში.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი და აშშ ერთად ყოველთვის უფრო ძლიერები არიან და უახლოეს მომავალში მარკო რუბიოსთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.