პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.
მომიტინგეების მოთხოვნები უცვლელია – ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 62-ე დღეა გრძელდება. მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.