სამხრეთ კორეის აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანის აეროპორტში Airbus-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც ბორტზე მყოფი 176 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მეხანძრე-მაშველების თქმით, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ჰონგ-კონგში მიმავალი თვითმფრინავის აფრენამდე ცოტა ხნით ადრე, კუდის განყოფილებიდან გაჩნდა, შემდეგ კი ფიუზელაჟშიც გავრცელდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები