ლევან მაჭავარიანი – „მთავარ არხზე“: ისინი ერთმანეთს არ ენდობიან და ეს ყველაფერი იწვევს მათ შორის ურთიერთობის დაძაბვას

„მთავარი არხის“ სრული შემადგენლობა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, სახეები არიან და ისინი ერთმანეთში უნდა გაერკვნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მთავარ არხზე“ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„მთავარი არხი“ და ბატონი ოქუაშვილი და აქეთ ბატონი გაბუნია და ანუ სრული შემადგენლობა არიან ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, სახეები. ერთმანეთში უნდა გაერკვნენ და დაარწმუნონ ერთმანეთი, რომ შეუძლიათ ნდობა გამოუცხადონ ერთმანეთს, მაგრამ როგორც ვხედავთ ისინი ერთმანეთს არ ენდობიან და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იწვევს მათ შორის ურთიერთობის დაძაბვას“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია არხის მაუწყებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ამასთანავე, განცხადებაში ნათქვამია, რომ „მთავარი არხის“ თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი ეტაპობრივად ხურავს ტელევიზიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები