გიორგი აბაშიშვილი – 6 მილიარდიან უპრეცედენტო ინვესტიციაზე: ეს როგორც პირდაპირი, ისე ირიბი სტიმულია შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის

6 მილიარდიანი ინვესტიცია ავტომატურად ნიშნავს ქვეყნისადმი მეტი ინტერესის გაჩენას სხვა ინვესტორების მხრიდან, – ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი სტიმული შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის.

„მსგავსი ტიპის მესიჯის დაფიქსირება, რომ საქართველოში უნდა განხორციელდეს 6 მილიარდის ინვესტიცია ძალიან მაღალრეპუტაციული ბიზნეს-ჯგუფის მიერ ავტომატურად ნიშნავს ქვეყნისადმი მეტი ინტერესის გაჩენას სხვა ინვესტორების მხრიდან. ეს, რა თქმა უნდა, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი სტიმულია შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის. ამავდროულად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ლარის კურსის გამყარებაზე ერთ-ერთი მთავარი გამოკვეთილი ფაქტორი, რომელიც ეროვნული ვალუტის კურსის სიმყარის გარანტიაა არის სწორედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ამ შემთხვევაში საუბარია სწორედ 6 მილიარდის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაზე“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები