შვედეთმა ბალტიის ზღვაში მონაცემთა კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემი დააკავა

შვედეთის ხელისუფლებამ დააკავა გემი, რომელიც ეჭვმიტანილია ბალტიის ზღვის ქვეშ შვედეთსა და ლატვიას შორის გამავალი მონაცემთა კაბელის დაზიანებაში, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შვედმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ პირველადი გამოძიება საბოტაჟზე მიუთითებს და გამოძიება შვედეთის პოლიციის, სამხედრო და სანაპირო დაცვის ჩართულობით დაიწყო.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბალტიის ზღვაში ლატვიის სახელმწიფო მაუწყებლის, LVRTC-ის კუთვნილი მონაცემთა კაბელი დაზიანდა. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სელინამ განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით მისი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს შვედეთთან და ნატო-სთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები