ვოლსკი – ზურაბიშვილის მიერ აშშ-სთვის საქართველოს „სათამაშო მოედნად“ გამოყენების შეთავაზებაზე: ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველო ჩაერთოს ისეთ პროცესებში, რომელიც მას, პირდაპირ რომ ვთქვათ, გაასწორებს მიწასთან

“სკანდალური მგონი, რბილი შეფასებაა, თუმცა თვითონ სკანდალური სიტყვა ხისტია თავისი შინაარსით, მაგრამ, ეს უკვე სკანდალურობასაც სცილდება მნიშვნელოვნად, ვინაიდან აქ ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველო ჩაერთოს ისეთ პროცესებში, რომელიც მას გაასწორებს მიწასთან, პირდაპირ რომ ვთქვათ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

აღნიშნულით ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის მიერ აშშ-სთვის საქართველოს „სათამაშო მოედნად“ გამოყენების შეთავაზებას გამოეხმაურა.

„მისი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი თუკი ოდესმე გადაწყდა და მოლაპარაკების პროცესში ჩაერთვება, რაც შეიძლება შესუსტებული მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მიმართულება, ერთ-ერთი სეგმენტი ამ დაპირისპირებისა აშშ-სა და რუსეთს შორის, პირობითად დასავლეთსა და რუსეთს შორის ყოველთვის იყო საქართველო.

რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლების რესურსი იმდენი არ არის, რომ ამ დაპირისპირების პროცესში თავისი სამხედრო ძალებით გადაწყვიტოს თუნდაც ოკუპაციის საკითხი. რასაკვირველია, ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, მიმართულია იმისკენ, რომ ოდესმე მომავალში და სხვანაირად ვერც წარმოგვიდგენია კაცობრიობის არსებობა, რომ ოდესმე მომავალში დიდი ძალები ერთმანეთთან შეთანხმდებიან. სანამ ეს პროცესი მიმდინარეობს, საქართველოზე გადმოტანა ამ დაძაბულობისა, ამის სურვილიც კი, რამდენად მოხდება ეს კიდევ სხვა საკითხია, ამის სურვილიც კი, გამოხატვაც კი არის საშინელი დანაშაული საკუთარი ხალხის მიმართ და შინაარსი აჩვენებს კონკრეტულად არა მხოლოდ ამ ადამიანის, არამედ ამ ჯგუფის, ამ გუნდის, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია, ამ გუნდის გარკვეულ პოლიტიკურ კრედოს გამოხატავს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები