“საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს არანაირი პატრიოტული და ეროვნული მოტივები არ ამოძრავებდა არც შარშან და შარშან წინ და არ ამოძრავებს არც დღეს” – ნიკოლოზ სამხარაძე

“ყოფილი პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ მას და მისი ხელმძღვანელობით ოპოზიციას სურდა, საქართველო გადაექციათ რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების პოლიგონად”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს არანაირი პატრიოტული და ეროვნული მოტივები არ ამოძრავებდა არც შარშან და შარშან წინ და არ ამოძრავებს არც დღეს“, – აღნიშნა სამხარაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას სთავაზობს, რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და საქართველო „სათამაშო მოედნად“ გამოიყენოს – შესაბამისი შინაარსის სტატიას გამოცემა „ჰილი“ ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები