“კარგად ვხედავთ, მათ შორის” ევროპაში, რომ არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად აფასებენ, თუ რას ნიშნავს საქართველოსთან პარტნიორული დამოკიდებულება” – მაჭარაშვილი

“კარგად ვხედავთ, მათ შორის” ევროპაში, რომ არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად აფასებენ, თუ რას ნიშნავს საქართველოსთან პარტნიორული დამოკიდებულება”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა პოზიტიური აღმოჩნდება.

„ჩვენ ვნახეთ ამერიკული საზოგადოების მიერ მიღებული რევოლუციური გადაწყვეტილება, როდესაც აირჩიეს პრეზიდენტი, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ამერიკისა და მსოფლიო პოლიტიკა. ეს აუცილებლად გადაედება ევროპის ქვეყნებს და პრაქტიკულად, უკვე გადადებული აქვთ. ბევრ ქვეყანაში არჩევნებია დანიშნული და ხალხს ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული, თუ რა ძალები უნდა მიუშვან ხელისუფლებაში. შესაბამისად, ბრიუსელი, როგორც „დიფ სთეითს“ ჰქონდა შექმნილი, რომ უნდა ყოფილიყო მონსტრი, ბრიუსელის გარეშე ცუდად არ უნდა გამხდარიყო ადამიანი და ეს მიიჩნეოდა, რომ ნაბიჯი ბრიუსელის წინააღმდეგ იყო გადადგმული, ეს დრო დასრულდა.

შესაბამისად, ჩვენ კარგად ვხედავთ, მათ შორის ევროპაში, რომ არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად აფასებენ, თუ რას ნიშნავს საქართველოსთან პარტნიორული დამოკიდებულება. ველოდებით, რომ პოზიტიური გადატვირთვები იქნება. ევროპაშიც ძალაუფლება იმ ადამიანებს მიეცემათ, რომლებიც საქართველოსთან ურთიერთობების პოზიტიურად გადატვირთვისთვის მზად იქნებიან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები