მედია თურქეთის სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზზე საუბრობს

თურქეთის სასტუმროში ხანძარი, რომელმაც 78 ადამიანი იმსხვერპლა, სავარაუდოდ სამზარეულოში გაჩნდა, სადაც თანამშრომლებმა გრილი დატოვეს ჩართული, – ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.

მათივე ცნობით, ცეცხლის გაჩენის შემდეგ მის ჩასაქრობად ცეცხლმქრობის ნაცვლად წყალი გამოიყენეს.

ხანძარი თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე სასტუმროს 21 იანვარს, ღამით გაუჩნდა. “გრანდ კარტალში” გაჩენილ ხანძარს 78 ადამიანი ემსხვერპლა.

გამოძიების ფარგლებში 19 პირი დააკავეს, მათ შორის, სასტუმროს მფლობელიცაა. ამ დროისთვის საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები