სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ბრალი ამბოხებისთვის წაუყენეს

სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებულ პრეზიდენტს, იუნ სუკ იოლს ბრალი ამბოხებისთვის წაუყენეს, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

იუნ სუკ იოლის იურიდიულმა გუნდმა ბრალდება გააკრიტიკა და პირობა დადო, რომ გამოძიების უკანონობას გამოააშკარავებს.

“ბიბისი” წერს, რომ სამხრეთ კორეაში ამბოხება სამუდამო პატიმრობით ან სიკვდილით ისჯება. თუმცა, მედიის ცნობითვე, ეს უკანასკნელი ნაკლებად სავარაუდოა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ განხორციელებულა.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, ოფიციალურად გაათავისუფლოს იუნ სუკ იოლი პრეზიდენტის თანამდებობიდან თუ აღადგინოს მისი უფლებამოსილება.

შეგახსენებთ, ამბოხების ბრალდება იუნ სუკ იოლის მიერ 3 დეკემბერს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას უკავშირდება, რის მიზეზადაც მან ქვეყნის ანტისახელმწიფოებრივი ძალებისგან დაცვა გამოაცხადა. საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის ოფიციალურ გათავისუფლებაზე, ან უფლებამოსილების აღდგენაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს. თუ იუნს თანამდებობიდან გადააყენებენ, საპრეზიდენტო არჩევნები 60 დღის ვადაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები