“აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი მთავარი პარტნიორი ევროპის კონტინენტზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრეთთან თანამშრომლობა”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მან უნგრეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტი შეაფასა.
“ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობა გაღრმავდეს, რადგან ამ ვიზიტის ფარგლებში ხელს მოვაწერთ პარლამენტებს შორის პარტნიორების შეთანხმებას, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ძალიან ნაყოფიერი, სასარგებლო ინფორმაცია იმაზე, თუ რა და როგორ შეიძლება იყოს ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის გზა წარმატებული. გარდა ამისა, ამ ვიზიტს აქვს გეოპოლიტიკური დატვირთვა იქიდან გამომდინარე, რა გეოპოლიტიკური ცვლილებებიც მიმდინარეობს მსოფლიოში.
აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი მთავარი პარტნიორი ევროპის კონტინენტზე იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთად არის ასევე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ეს განცხადებაც თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს თუ რა წონა აქვს და ექნება უნგრეთს როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრეთთან თანამშრომლობა“, – აღნიშნა მახაშვილმა.