ლადო ბოჟაძე: ოპოზიციას არანაირი მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით არ გააჩნია, სწორედ ამიტომ, მხარდაჭერას ეძებენ ქვეყნის გარეთ
“ოპოზიციას არანაირი მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით არ გააჩნია, სწორედ ამიტომ, ისინი მხარდაჭერას ეძებენ ქვეყნის გარეთ და ისევე, როგორც ისტორიულად ღალატობდნენ ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა იმპერიებში სტუმრობით, საკუთარი ქვეყნის დაზიანებით, დაბეზღებით და ა.შ. იგივე პოლიტიკის გაგრძელებაა ახლაც”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო ბოჟაძემ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა საკითხს, რა ფორმით დაესწრნენ ინაუგურაციას საქართველოდან ვაშინგტონში ჩასული ოპოზიციის ლიდერები.
მისი თქმით, ოპოზიციას არანაირი მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით არ აქვს.
“ოპოზიციას არანაირი მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით არ გააჩნია, სწორედ ამიტომ, ისინი მხარდაჭერას ეძებენ ქვეყნის გარეთ და ისევე როგორც ისტორიულად ღალატობდნენ ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა იმპერიებში სტუმრობით, საკუთარი ქვეყნის დაზიანებით, დაბეზღებით და ა.შ. იგივე პოლიტიკის გაგრძელებაა ახლაც. ეს ხდება არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ ევროკავშირშიც. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იცვლება პოლიტიკა მსოფლიოში, იცვლება დამოკიდებულება მათ შორის ჩვენი ქვეყნის მიმართ,” – აცხადებს ლადო ბოჟაძე.