გივი მიქანაძე: “დიფ სთეითს” აქვს ძალიან სერიოზული გავლენა შვეიცარიულ საბანკო სისტემაზე 

დიფ სთეითს” აქვს ძალიან სერიოზული გავლენა შვეიცარიულ საბანკო სისტემაზე”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილთან მიმართებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე და გამოძიებამ მოითხოვა კონკრეტული შვეიცარიული ბანკებისგან ინფორმაცია, გარკვეულ ფინანსურ ტრანზაქციებზე და კონკრეტული პირების ჩართულობასთან დაკავშირებით და ამ მოთხოვნის სრული იგნორირება მიმდინარეობს.

დიფ სთეითს” აქვს ძალიან სერიოზული გავლენა შვეიცარიულ საბანკო სისტემაზე და სრულიად არალეგალურად, კანონსაწინააღმდეგოდ, კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაში არ ხდება ამ გადაწყვეტილების აღსრულება და მესაკუთრის მიერ საკუთარი აქტივების განკარგვა

მოგეხსენებათ, რომ ბაჩიაშვილთან მიმართებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე და გამოძიებამ მოითხოვა კონკრეტული შვეიცარიული ბანკებისგან ინფორმაცია, გარკვეულ ფინანსურ ტრანზაქციებზე და კონკრეტული პირების ჩართულობასთან დაკავშირებით და ამ მოთხოვნის სრული იგნორირება მიმდინარეობს. ხდება ბაჩიაშვილზე ხელის დაფარება და რა თქმა უნდა, ეს შვეიცარიული ბანკების გადაწყვეტილება არ არის. აქ ცალსახად იკვეთება ის, რომ “დიფ სთეითს” აქვს პირდაპირი გავლენა შვეიცარიული ბანკების საქმიანობაზე და მათ მიერ კონკრეტულ პირებთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღებაზე”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემო წიქვაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, შვეიცარიული ბანკი Julius Baer-ი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკანონო და უსაფუძვლო დავალებების შესრულების მექანიზმად/ბერკეტად ვლინდება. აღნიშნული კი, ვლინდება როგორც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში, ასევე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე (რომელშიც დაზარალებულს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი) საგამოძიებო ორგანოსათვის გამოთხოვილი ინფორმაციის ფაქტობრივად დამალვაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები