პანამის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს – პანამის არხი არის პანამის და ასე დარჩება
პანამის პრეზიდენტი, ხოსე რაულ მულინო პანამის არხის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არხი პანამის კონტროლის ქვეშ დარჩება.
„სრულად უნდა უარვყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვები. პანამის არხი არის პანამის და ასე დარჩება“, – აღნიშნულია პანამის პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მან ასევე უარყო ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ არხს ჩინეთი აკონტროლებს.
„მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, რომელიც არხის კონტროლში ერევა“, – აცხადებს ხოსე რაულ მულინო.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები პანამის არხს დაიბრუნებს.