პუტინი, რომელიც უკრაინასთან ომს აგრძელებს და სამშვიდობო შეთანხმებას არ დებს, საკუთარ ქვეყანას ანადგურებს – ტრამპი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც უკრაინასთან ომს აგრძელებს და სამშვიდობო შეთანხმებას არ დებს, საკუთარ ქვეყანას ანადგურებს, – ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ზელენსკის შეთანხმების მიღწევა სურს. მან გამოთქვა იმედი, რომ პუტინსაც სურს შეთანხმების მიღწევა, იმიტომ რომ ის შეთანხმებაზე ხელის არ მოწერით რუსეთს ანადგურებს.

„ვფიქრობ, რუსეთს დიდი პრობლემები აქვს. შეხედეთ ინფლაციას რუსეთში. შეუძლებელია პუტინი აღფრთოვანებული იყოს იმით, რომ მასთან არც თუ ისე კარგად მიდის საქმეები. ვიმედოვნებ, რომ მასაც სურს შეთანხმების მიღწევა”,- აღნიშნა ტრამპმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები