ალექსანდრე რაქვიაშვილი – ხალხი, რომელიც ტრამპს ლანძღავდა, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერს აკეთებენ, რომ ფოტო გადაიღონ არჩეულ პრეზიდენტთან თუ არა, მის წარმომადგენელთან მაინც
“ინაუგურაციაზე 220 ათასი ბილეთია დარიგებული, კონგრესმენებს და სენატორებს შეეძლოთ მიეწვიათ ის ხალხი, ვინც სურდათ”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხალხი, რომელიც ტრამპს ლანძღავდა, ეწინააღმდეგებოდა, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერს აკეთებენ, რომ ფოტო გადაიღონ არჩეულ პრეზიდენტთან თუ არა, მის წარმომადგენელთან მაინც.
„ცნობილია, რომ 220 ათასი ბილეთია მგონი დარიგებული, კონგრესმენებს და სენატორებს შეეძლოთ მიეწვიათ ის ხალხი, ვინც სურდათ. რა გზით იშოვეს ეს ბილეთები ჩვენმა წარმომადგენელმა, არ ვიცი. მარტო უილსონის შემთხვევაში აქვს საჯაროდ გაცხადებული, დანარჩენი შეიძლება ეყიდათ, შეიძლება ნაცნობები ჰყავდათ, ან შეიძლება უბრალოდ ვიღაცამ ჩათვალა, რომ მათი იქ ყოფნა მნიშვნელოვანია, თუმცა გასაგებია, საჯარო ღონისძიებაა და არანაირი განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს, გარდა საგარეო პოლიტიკურის. ახალი ეპოქა იწყება, ის ხალხი რომელიც ტრამპს ლანძღავდა, ეწინააღმდეგებოდა მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერს აკეთებენ, რომ ფოტო გადაიღონ ტრამპთან თუ არა, მის წარმომადგენელთან მაინც. კარგია, ესე იგი ის იდეები, რომელიც მათ შორის „გირჩი“ ავრცელებდა ამ ქვეყანაში და რომელმაც ამერიკაში გაიმარჯვა, შეიძლება უფრო პოპულარული გახდეს, ჩვენი პოლიტიკური კლასიც მიხვდეს, რომ არასწორი მიმართულებით ახორციელებდა პოლიტიკას და იქითკენ უნდა წავიდეს, საითკენაც მთელი სამყარო, მათ შორის ამერიკა მიდის“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.