ლევან მაჭავარიანი – ვაშაძე, ხაზარაძე და ზურაბიშვილი ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს ისეთი რანგის ფიგურები არიან, რომ ტრამპმა დაპატიჟა

“ვაშაძე, ხაზარაძე, ზურაბიშვილი ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს ისეთი რანგის ფიგურები არიან, რომ ტრამპმა ინაუგურაციაზე დაპატიჟა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შეიძინოს ბილეთი და დაესწროს ინაუგურაციას, თუ შესაბამის თანხას გადაიხდის.

„თუ არ ვცდები, 200 000-მდე ბილეთია გაყიდული. რა თქმა უნდა, ფასები განსხვავებულია. თვითონ ვაშაძე, ხაზარაძე, ზურაბიშვილი ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს ტრამპის მიერ არიან მიწვეულები. დონალდ ტრამპს ოფიციალურად მიწვეული ჰყავს ხუთი ქვეყნის ლიდერი. შესაბამისად, ამითაც ცდილობენ, ხალხი შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს ეს ოპოზიციონერები ისეთი რანგის ფიგურები არიან, რომ ტრამპმა ინაუგურაციაზე დაპატიჟა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ზოგადად, გზავნილები, რაც ოპოზიციის მხრიდან ევროპაში, ამერიკაში ჩადის, ყოველთვის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებს.

„არ შემიძლია არ გავიხსენო, მაგალითად, 18 ნოემბერი იყო, როდესაც ამ ოთხმა რადიკალურმა პარტიამ, ვისაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვეძახით, გააგზავნეს ე.წ. „დანოსი“ ბრიუსელში, სადაც პირდაპირ მოუწოდებდნენ, ევროკავშირს და მის სტრუქტურებს, რომ ყველანაირი ურთიერთობა შეეჩერებინათ საქართველოსთან.  დიპლომატიურ დონეზე ვიზიტები შეეჩერებინათ, არანაირი კონტაქტი არ ყოფილიყო ჩვენთან, ტრანშები რაც ევროკავშირს გათვალისწინებული ჰქონდა დახმარების სახით, მიემართათ ენჯეოსექტორისთვის და ა.შ. შესაბამისად, ჩვენთვის აქ გასაკვირი არაფერი არ არის“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები