ბორჯომის მერმა გუნდ ,,თორის” პატარა ფეხბურთელები სიგელებითა და სპორტული სუვენირით დააჯილდოვა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა – ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ – დავით ზაალიშვილმა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა საფეხბურთო გუნდ ,,თორის” პატარა ფეხბურთელები სიგელებითა და სპორტული სუვენირით დააჯილდოვეს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელი საფეხბურთო გუნდ ,,თორისთვის” საკმაოდ წარმატებული იყო.
“გუნდი არაერთი ჩემპიონატის გამარჯვებული და პრიზიორი გახდა”, – წერია ინფორმაციაში.