ალექსანდრე წულაძე: გვსურს, ყველა საჯარო სკოლაში მათემატიკის და ფიზიკის გაძლიერებული სასწავლო პროგრამა შევქმნათ, ეს არ იქნება ყველასთვის სავალდებულო, ამას შევიტანთ თავდაპირველად საშუალო საფეხურზე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის განცხადებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საქართველოში არსებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გაძლიერების მიმართულებით.

მინისტრის თქმით, ყველა საჯარო სკოლაში შეიქმნება ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სასწავლო პროგრამა.

„ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ იმ უნარებზე, კომპეტენციებსა და ცოდნაზე, რომელიც მიგვაჩნია, რომ ყველაზე უფრო საჭირო იქნება ჩვენი მომავალი თაობისთვის. პირველი შემიძლია დავასახელო ფიზიკა-მათემატიკის სკოლები და მათემატიკის, როგორც საგნის გაძლიერებული სწავლება. გვსურს, რომ გაძლიერებული სასწავლო პროგრამა შევქმნათ ყველა საჯარო სკოლაში მათემატიკის და ფიზიკის, შეიძლება პირობითად ამ საგანს მექანიკა დაერქვას. ეს არ იქნება ყველასთვის სავალდებულო, იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, ამას შევიტანთ თავდაპირველად საშუალო საფეხურზე, ანუ მე-11, მე-12 კლასში და მე-11, მე-12 კლასის ზოგადი ხედვა გვაქვს, რომ ამ პროცესში გარდა რამდენიმე სავალდებულო საგნისა, დანარჩენი საგნები იყოს უკვე სკოლის მოსწავლის ინტერესებზე მორგებული. ამის გარდა, მათემატიკის მიმართულებით, ჩვენი სურვილია, რომ არსებული რესურს სკოლები, მათ შორის, განვაახლოთ მათი ინფრასტრუქტურა და გავაფართოოთ მათემატიკისა და ფიზიკის სკოლების ქსელი“, – აღნიშნა ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები