„პოლიციელი გმირია“ – ამ წარწერით ბანერი მოქალაქეებმა ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს
ბანერი წარწერით „პოლიციელი გმირია“ მოქალაქეებმა თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს. ტრანსფარანტზე დაწერილი ფრაზა სავარაუდოდ პასუხია იმ კამპანიაზე, რასაც ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები პოლიციელთა წინააღმდეგ აწარმოებენ.
შეგახსენებთ, დღეს ილია ჭავჭავაძის უკვდავი სიტყვებით დაწერილი ბანერი „მამული, ენა, სარწმუნოება“ მოქალაქეებმა მშრალ ხიდზეც გადმოფინეს, რითაც სავარაუდოდ უპასუხეს ოპოზიციის კამპანიას, რომელიც ქვეყანაში სამი მთავარი ღირებულების წინააღმდეგაა მიმართული.