თელავში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გამწვანების აქცია გაიმართა
“თელავში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გამწვანების აქცია გაიმართა,”- ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით 80 კვიპაროსის, 5-5 პავლოვნიისა და ჰიმალაური კედარის ნერგი დაირგო.
“ახალმოწყობილ საკემპინგე ზონის გამწვანების აქციაში თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, ნიკოლოზ მეტრეველთან ერთად, თელავის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
დედამიწის დღე, უკვე 55 წელია, მსოფლიოში მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი ღონისძიებებით აღინიშნება. ცნობიერების ზრდასთან ერთად, იზრდება სამოქალაქო საზოგადოების აქტივობა და ჩართულობა.
თელავის მუნიციპალიტეტში გამწვანებისა და დასუფთავების აქცია, „გრინ ფორ ჯორჯიასთან“ ერთად, უკვე მეოთხე წელია ეწყობა. გასულ წელს, თელავში, „გიგოს გორაზე“ 200-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ნერგი დაირგო,”- ნათქვამია ინფორმაციაში.