გიორგი გაბუნია – ზურაბიშვილსა და ნანუაშვილზე: საქმე გვაქვს პირდაპირ რევოლუციისა და სამოქალაქო არეულობის დაფინანსებასთან
აქ საუბარია იმაზე, რაზეც ჩვენ ამდენი ხანი ისედაც ვცდილობდით, რომ საზოგადოებისთვის აგვეხსნა – საქმე გვაქვს პირდაპირ რევოლუციისა და სამოქალაქო არეულობის დაფინანსებასთან, – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ სალომე ზურაბიშვილისა და უჩა ნანუაშვილის მიერ რუს „პრანკერებთან“ გაკეთებული განცხადებები.
მისი თქმით, ის არასამთავრობო სექტორი, რომელიც იღებდა ამ უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს, გარკვეულწილად იყო გამტარი იმისთვის, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და კონკრეტულ პოლიტიკოსებს მიეღოთ ეს სოლიდური დაფინანსება.
„აქ საუბარია იმაზე, რაზეც ჩვენ ამდენი ხანი ისედაც ვცდილობდით, რომ საზოგადოებისთვის აგვეხსნა – საქმე გვაქვს პირდაპირ რევოლუციისა და სამოქალაქო არეულობის დაფინანსებასთან. მათ შორის, კანონის გვერდის ავლით, ვინაიდან ისიც უნდა ითქვას, რომ ქართული კანონმდებლობით პოლიტიკური პარტიების პირდაპირი წესით დაფინანსება აკრძალულია. ის არასამთავრობო სექტორი, რომელიც იღებდა ამ უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს, გარკვეულწილად იყო გამტარი იმისთვის, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და კონკრეტულ პოლიტიკოსებს მიეღოთ ეს სოლიდური დაფინანსება“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.