ალექსანდრე წულაძე: ERASMUS-ის და Horizon Europe-ის პროგრამას არანაირი პრობლემა არ ექნება, ეს პროექტები გაგრძელდება ისევე, როგორც აქამდე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის განცხადებით, ERASMUS-ის და Horizon Europe-ის პროგრამას არანაირი პრობლემა არ ექნება.

„ERASMUS-ის და Horizon Europe-ის პროგრამას არანაირი პრობლემა არ ექნება. ეს პროექტები გაგრძელდება ისევე, როგორც აქამდე. როცა უმაღლესი განათლების მიღწევებზე ვსაუბრობთ, აქაც ძალიან კარგად ჩანს, როგორც ERASMUS-ის, ისე Horizon Europe-ის პროექტებში პროცენტული თვალსაზრისით, საქართველო რა წამყვან პოზიციებს იკავებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე მილიონი არის ამ პროექტის ფარგლებში ქართველი მკვლევრების მიერ მოპოვებული დაფინანსება“, – აღნიშნა ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები