თეთრი სახლი მოუწოდებს ზელენსკის, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მედიაში კომენტარი არ გააკეთოს

FILE PHOTO: The White House is seen at sunset on U.S. President Joe Biden's first day in office in Washington, U.S., January 20, 2021. REUTERS/Erin Scott

თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა, უკრაინის პრეზიდენტის მიმართ დონალდ ტრამპის ბოლო კრიტიკულ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს „მოთმინება ეწურება“.

ლევიტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ ითხოვს უკრაინისგან ყირიმის „რუსულად“ აღიარებას.

„[ტრამპი] მხარეებს სთხოვს მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლას, იმის აღიარებით, რომ ეს სასტიკი ომი ძალიან დიდხანს გაგრძელდა და იმისათვის, რომ კარგი გარიგება შედგეს, ორივე მხარე ცოტა უკმაყოფილო უნდა დარჩეს“, – განაცხადა პრესმდივანმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა უნდა იყოს.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი ცდილობს მედიაში სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ კამათს და ეს პრეზიდენტისთვის მიუღებელია. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა უნდა იყოს“, – დასძინა მან.

ლევიტმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა დიდი დრო და რესურსი დახარჯა ომის დასასრულებლად, ახლა კი ტრამპი „იმედგაცრუებული და მოთმინება ეწურება“.

„მას სურს, რომ მკვლელობა შეწყდეს. მაგრამ ეს მოითხოვს, რომ ომის ორივე მხარე იყოს მზად ამის გასაკეთებლად. და სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით მოძრაობს“, – დასძინა სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები