„დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა“ – უკრაინის დელეგაცია ლონდონში კიტ კელოგთან შეხვედრა გამართა

ლონდონში უკრაინის დელეგაციასა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი Telegram-ზე იუწყება.

მისივე თქმით, აღნიშნული შეხვედრის მონაწილეებმა სამართლიანი მშვიდობისკენ მიმავალი გზები განიხილეს.

„ჩვენ გამოვთქვით ჩვენი პოზიცია და ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი მოლაპარაკებების დასაწყებად სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. გამოვთქვით იმედი, რომ ეს შეესაბამება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხედვას“, – წერს ერმაკი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს თავის პრინციპულ პოზიციებს მოლაპარაკებების დროს, რადგან ეს არის მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველი.

მანვე დასძინა, რომ ორივე მხარე შეთანხმდა დიალოგის გაგრძელებაზე და რეგულარული კონტაქტის შენარჩუნებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები