სოფელ საღოლაშენში გზის ასფალტირება დაიწყო
„ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში, გზის ასფალტირება დაიწყო,“- ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა,ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ საღოლაშენში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები დაათვალიერეს.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს საფუძვლის მოწყობა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ორ მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების, ეზოში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა.
ჯამში დაიგება 869 გრძივი მეტრი გზის საფარი.
სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
პროექტს შპს „იბოლია” ახორციელებს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.