ალექსანდრე წულაძე: 2025 წლის სექტემბრიდან როგორც დაწყებით, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა

კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებით, ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.

მინისტრმა განათლების სისტემის რეფორმის 4 წლიან გეგმაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ცვლილება ძალაში 2025 წლის სექტემბრიდან შევა.

„აქამდე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ე.წ. ისტის გაკვეთილები. 2025 წლის სექტემბრიდან, ახალი სტანდარტი დავამტკიცეთ, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების და როგორც დაწყებით, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები