ზაალ ანჯაფარიძე ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნაზე: დღეს აშშ-მა და ევროკავშირმა მყისიერად მიიღეს თავიანთ ქმედებაზე ის პასუხი, რასაც იმსახურებდნენ თავმოყვარე სახელმწიფოს მხრიდან
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნას ეხმიანება.
„აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ოფიციალურ პირებზე, განსაკუთრებით შსს ხელმძღვანელებზე, სანქციების შემოღება, არის სხვა არაფერი თუ არა შურისძიება იმის გამო, რომ მათ არ დაუშვეს ჩვენი კონსტიტუციური წყობის დამხობა დასავლეთიდან დასპონსორებული და მხარდაჭერილი მათი აქაური აგენტურის მიერ.
დღეს მათ მყისიერად მიიღეს თავიანთ ქმედებაზე ის პასუხი, რასაც იმსახურებდნენ თავმოყვარე სახელმწიფოს მხრიდან, მათი ბოლოდროინდელი უღირსი ნაბიჯების გამო ჩვენი ქვეყნის მიმართ.
ჩემი აზრით, ამ ყოველივეს შემდეგ აქტუალობა დაკარგა ლოზუნგმა „ღირსებით ევროპაში“, რადგანაც შეუძლებელია ღირსებით შეხვიდე იმ გაერთიანებაში, რომელმაც ნებაყოფლობით აჰყარა საკუთარ თავს ღირსება“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.