გიორგი ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილმა სკოლის მოწაფეებს მოუწოდა გარეთ გამოსვლისკენ, ეს არის უდიდესი დანაშაული საზოგადოების წინაშე

პროპაგანდა, რომელიც ახალგაზრდებზე მოქმედებს და რომლებმაც პრაქტიკულად სხვა საინფორმაციო საშუალება დაკარგეს, დააკარგვინეს ფაქტობრივად, მათ ეუბნებიან, რომ ეს კაცი ჩამოვიდა, რათა „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდეს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა კითხვას – „ევროსაბჭოს გენმდივანი ელაპარაკება საქართველოს ხელისუფლებას სამომავლო თანამშრომლობაზე, პარტნიორობის გაღრმავებაზე, თუმცა გავიხსენოთ რა არის ოპოზიციის ინტერპრეტაცია, რომ ეს ადამიანი ჩამოსულია იმისთვის, რათა ოპოზიციის სათქმელი და ხმა მიიტანოს ხელისუფლებასთან. პრაქტიკულად, დასაჯოს კიდეც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თუკი საჭირო გახდება“.

გიორგი ვოლსკის თქმით, როდესაც პარტნიორებს ელაპარაკებიან როგორც თანასწორუფლებიანი, ეს ახალგაზრდებს დიდი უბედურება ჰქონიათ.

„სალომე ზურაბიშვილმა სკოლის მოწაფეებს მოუწოდა გარეთ გამოსვლისკენ. ეს არის უდიდესი დანაშაული საზოგადოების წინაშე, მაგრამ აქ იდეა დევს.

ეს ისე კი არ არის, რომ გამოდით სკოლის მოწაფეებო და გადავარჩინოთ ევროპული მომავალი, რასაც არ სჭირდება გადარჩენა, უზრუნველყოფილია. ეს იმიტომ, არის, რომ სიღრმისეული ანალიზი ვერ მოხდეს ასეთი შეხვედრის. პროპაგანდა, რომელიც ახალგაზრდებზე მოქმედებს და რომლებმაც პრაქტიკულად სხვა საინფორმაციო საშუალება დაკარგეს, დააკარგვინეს ფაქტობრივად, ამათ ეუბნებიან, რომ ეს კაცი ჩამოვიდა, რათა „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდეს.

ჩვენ როდესაც ველაპარაკებით როგორც თანასწორუფლებიანი პარტნიორი, ეს ამათ ჰგონიათ, რომ არის დიდი უბედურება. ჰგონიათ, რომ კარგი პარტნიორობა ის არის, როდესაც გეტყვიან ეს ასე უნდა გააკეთო და შენ აუცილებლად ასკინკილაზე თუ ცალ ფეხზე უნდა დადგე. ეს ჰგონიათ, დაარწმუნეს, რომ ეს ასეა. რადგან ის იტყვის, ასე უნდა იყოს.

დარწმუნებული ვარ, კარგი შეხვედრა იყო, დეტალები ვერც მოვასწარით, რომ გაგვეხილა დღეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს იყო საქმიანი, პოზიტიური შეხვედრა. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, საქმიანი შეხვედრა, თანასწორუფლებიანი მხარეების. ჩვენ არ დავთმობთ პოზიციას. გარიგება? გარიგებას რა უნდა, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილისთვის. გაურიგდებოდა აქამდე და წავიდოდა, მიატოვებდა საქართველოს და დარჩებოდა ასე, მაგრამ პატრიოტიზმის ეს განცდა, რომელიც თუნდაც ბიძინა ივანიშვილს გააჩნია, უამრავ სხვა ადამიანს გააჩნია. საქართველოს მიმართ დამოკიდებულების, ფასეულობის გამორეცხვა ხდება ახალგაზრდების გონებიდან, რომ არსებობს უცხოელი, გეტყვის, უნდა შეასრულო. ეგ არის შენი მომავალი და თუ შენ ამას არ გააკეთებ, დაფინანსებას დაკარგავ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები