ვანუატუში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ვანუატუში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. რადგან ადამიანები ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდნენ. ამიტომ, შესაძლოა, დაღუპულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდოს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

7.3 მაგნიტუდის ბიძგებმა, დაახლოებით, 200 ადამიანი დააზარალა.

ვანუატუს პოლიცია აცხადებს, რომ შვიდდღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რათა შეიზღუდოს საზოგადოების გადაადგილება, სანამ სამძებრო და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

აშშ, საფრანგეთი და ავსტრალია სახელმწიფოს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში დახმარებას დაჰპირდნენ.

ვანუატუ სეისმურად აქტიურ ზონაშია და მგრძნობიარეა ხშირი დიდი მიწისძვრებისა და სხვა სტიქიური უბედურებების მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები