“საბედნიეროდ, ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის რომელიმე პოლიტიკოსისა თუ ბიუროკრატის პოლიტიკურ განცხადებებზე დაფუძნებული” – მარიამ ლაშხი
„ერთ მხარეს დგას გარკვეული ჯგუფი [ევროკავშირის] დეპუტატების, ინტერესების გამტარებლების თუ დამკვეთების და მათ ერთგვარი ყალბი რეალობა აქვთ, მეორე მხარეს დგას თუნდაც ევროკავშირის ის სამართლებრივი პროცედურები, რაც არის ქვეყნის შეფასებები, ის ანგარიშები, რომლითაც რეალურად ფასდება საქართველოს ევროკავშირთან დაკავშირების ნაბიჯები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
“თუნდაც აშშ-დან, ერთი მხრივ, ბლინკენი გამოდის ბრიფინგზე, რომელზეც გაკრიტიკებს და მეორე ბრიფინგზე წარმოგიდგენს უსაფრთხოების და კრიმინალთან ბრძოლის ანგარიშს, რომელიც სრულიად საწინააღმდეგოა. ეს ანგარიში რეალურ საფუძვლებზე და ნაბიჯებზეა დამოკიდებული და არა რომელიმე პოლიტიკოსის განცხადებებზე. საბედნიეროდ, ევროკავშირში ინტეგრაციაც არ არის რომელიმე პოლიტიკოსისა თუ ბიუროკრატის პოლიტიკურ განცხადებებზე დაფუძნებული. ეს არის რეფორმების, კანონმდებლობის და სხვა ნაბიჯების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლაშხმა.