ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: მათი გეგმაა, რომ იქნებ უცხოეთი დაგვეხმაროს ჩვენ ამ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში
“მათი გეგმა არის ერთადერთი, რომ იქნებ უცხოეთი დაგვეხმაროს ჩვენ ამ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“ვერ დაეხმარება უცხოეთი ეფექტურად, ეს უკვე ფაქტია, ნათელია და ვერც სახელმწიფო ინსტიტუტებს ვერ ჩამოშლიან, ეს მათთვის ტრაგედიაა, მაგრამ უნდა შეეგუონ ამ ტრაგედიას. ვადა ეწურებათ, 20 იანვრის მერე მსოფლიოში გეოპოლიტიკა მნიშვნელოვნად იცვლება”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.