“პირველი არხის” პირდაპირ ეთერში სპეციალური ეთერი გადის – აქციის მონაწილეებს ნახევარი საათი დაეთმობათ
პირველმა არხმა აქციის მონაწილე ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის პირდაპირი ეთერის დათმობის გადაწყვეტილება მიიღო.
სპეციალურ გადაცემას, რომელიც პირდაპირ ეთერში უკვე გადის არხის გენერალური დირექტორი – თინათინ ბერძენიშვილი უძღვება.
პირველ ბლოკში პირველი სტუმრები ნინია კაკაბაძე, ირაკლი აბსანძე, ნატა ძველიშვილი და ნინო დარასელი არიან.