რუსთაველის გამზირს სპეცრაზმი და დემონსტრანტები იკავებენ – რა ვითარებაა ადგილზე
რუსთაველის გამზირს სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები და საპროტესტო აქციის მონაწილეები იკავებენ.
ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა – მათ ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრი აშორებთ.
დემონსტრანტები სპეცრაზმის მიმართულებით მარტივად აალებად ნივთიერებებს ისვრიან. პარალელურად, მათ საწინააღმდეგოდ გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი გაზი, რის გამოც რამდენიმე აქტივისტს პირველადი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ამას გარდა, დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირზე ბარიკადები აღმართეს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა.